დაგრძელებული

9

დაგრძელებული  _  სიგრძეში მომატებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზემოთ აღმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამატება“ _ სხეულისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და რკალური ტრაექტორიით ხელი სხეულისკენ და ქვევით მიემართება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.