დადუმებული

1

დადუმებული  _  მდუმარედ ქცეული, მდუმარედ მყოფი, გაჩუმებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „დუმილი“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _  ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ოდნავ ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.