დადებული _ (რამის) ზედაპირზე განთავსებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.