დაბრიყვებული

10

დაბრიყვებული  _  დაჩაგრული, დაჯაბნილი, აბუჩად აგდებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბრიყვება“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი ცერი თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელით  სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამცირება“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.