დაბოლოება _ დამთავრება, დასრულება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრული მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.