დაბმა _ თოკით ან ჯაჭვით რამეზე დამაგრება, თავისუფალი მოძრაობის საშუალების მოსპობა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ცერით და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და იღებს მარცხენა ხელის კონფიგურაციას, ხელი ცერით და საჩვენებელი თითებით გადაეჭდობა მარცხენა ხელის იმავე თითებს და წარმოქმნის ჯაჭვის ფორმას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.