დაავადებული

4

დაავადებული  _  ავადმყოფი, სნეული

 

რთული ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, არათითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.