ჩურჩული _ უხმოდ, მეტისმეტად ხმადაბლა, ჩუმად ლაპარაკი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურში თქმა“ / „ჩურჩული“ _ მარცხნივ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
