გაშავება

გაშავება  –    1. შავად ქცევა, შავად შეღებვა; 2. მზის მოკიდება, გარუჯვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, … Read more

Categories

გაყრა

გაყრა  –  1. ერთმანეთისაგან დაშორება, დაცილება, მოშორება;  2. გაფანტვა,  გაბნევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაყოფილი

გაყოფილი  –  დანაწილებული, ნაწილებად დაშლილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ და ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და ქვევით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – სხულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, … Read more

Categories

გაყოფა

გაყოფა  –  1.მეორე საფეხურის მათემატიკური მოქმედება; 2. დანაწილება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაყოლილი

გაყოლილი  –  ვინმესთან (რამესთან) ერთად წასული, კვალდაკვალ ადევნებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზემოთ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაყინვა

გაყინვა  – 1. თხევადი ნივთიერების გამყარება გაცივების საშუალებით, ყინულად ქცევა, ყინულის ფენით დაფარვა; 2. მოძრაობის, წინსვლის, განვითარების შეჩერება   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ /“ყინული“  – ერთმანეთისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

გაყიდვა

გაყიდვა  –  აღებ-მიცემობა, ვაჭრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით;  

Categories

გაყვითლება

გაყვითლება  –  ყვითლად ქცევა, ყვითელი ფერის მიცემა; ყვითლად შეღებვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ნეკები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ – ერთმანეთისკენ მიმართული და … Read more

Categories

გაღმა

გაღმა –  იქით მდებარე მხარე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გაღიმება

გაღიმება  –   ღიმილის მოგვრა, ღიმილის გამოწვევა, ღიმილი      ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითებით სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზემოთ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზემოთ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გაღიზიანება

გაღიზიანება  – 1. ფიზიკური აღგზნების გამოწვევა 2. გამიზეზება (სატკივრის, წყლულის, ჭრილობის) 3. გაბრაზება გაცხარება, განერვიულება, ნერვების აშლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძგი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექორიის მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვების აშლა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ცერი … Read more

Categories

გაღვიძება

გაღვიძება   –   ძილიდან, ბურანიდან გამოსვლა, ძილის შეწყვეტა, გამოფხიზლება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითები ზევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები ზევითაა აღმართული და დახუჭული თვალები გახელილია. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

გაღება

გაღება – 1. დახურულის, დაკეტილის გახსნა  2. გადახდა, მიცემა, გაცემა, შეწირვა      ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაქცევა

გაქცევა  –  სირბილით წასვლა,  გარბენა, სწრაფად წასვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელი მოძრაობს წინ და ბოლო ფაზაში  გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. … Read more

Categories

გაქრობა

გაქრობა   –    1. გაუჩინარება  2. წვის შეწყვეტა, დავსება, დაშრეტა,  ჩაქრობა, დაქრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories