დასაქმება

დასაქმება  _  რაიმეს გაკეთების დავალება, საქმის მიჩენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ _ ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება და ზემოდან ედება მარცხენა ხელის მტევანს, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა … Read more

Categories

დასასრული

დასასრული   _  ბოლო, დაბოლოება, დამთავრება, გათავება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამთავრება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, გაშლილი თითები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ გაშლილი თითებით მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

დარჭობა

დარჭობა  _ დასობა, ჩარჭობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩარჭობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დარწმუნებული

დარწმუნებული  _ დაჯერებული, ვინც დარწმუნდა, სარწმუნოდ მიიჩნია რაიმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით გადადგილდება რკალური ტრაექტორიით და ეხება ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულ, წინ წაწეულ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ … Read more

Categories

დარწმუნება

დარწმუნება _  სარწმუნოდ ქცევა (ვინმესთვის), ვინმეს დაჯერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განმარტება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით,  შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება; მომდევნო ფაზაში ყველა თითი ფართოდაა გაშლილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდობა“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

დარჩეული

დარჩეული  _ სხვებში ამორჩეული, შერჩეული, საუკეთესო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარჯვნივ და წინაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმენეთს წვერებით ეხება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დარი

დარი   _   ამინდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, პირველ ფაზაში ხელისგულები  გაშლილი და ერთმანეთთან მიტყუპებული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად იკვეთება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დარდიანი

დარდიანი  _ სევდიანი, ნაღვლიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარდი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

დარდი

დარდი _  სევდა, ნაღველი, კაეშანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დარბილებული

დარბილებული  _ რბილად ქცეული, სიმაგრედაკარგული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბილება“ –  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

დარბილება

დარბილება  _  რბილად ქცევა, რბილად გახდომა, სიმაგრის დაკარგვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

დარბეული

დარბეული  _ აკლებული, აოხრებული, აწიოკებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი _ სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბნევა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ბოლო ფაზაში ქვევით … Read more

Categories

დარბევა

დარბევა   _  აკლება, აოხრება, აწიოკება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი _ სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დარბაზი

დარბაზი _  საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი    ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დარაჯი

დარაჯი   _  გუშაგი, მცველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარაჯობა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories