აზიზი _ ფაქიზი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფაქიზი“ / „მოვლა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღზრდა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
