ავანსი _ წინასწარ გადახდილი თანხა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩები თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სესხი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და იხრება თითები, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.
