ატომური – ატომთან დაკავშირებული, ატომისა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ატომი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ბაგეებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.