ასული – ადამიანის შვილი მდედრობითი სქესისა, ქალიშვილი, გოგო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სხეულს და რკალური ტრაექტორიით ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.