ასლი – ძალიან მსგავსი, ზედგამოჭრილი, კოპირებული
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.