ასიმეტრია

48

ასიმეტრია    სიმეტრიის უქონლობა, სიმეტრიის დარღვევა, რისამე ნაწილთა არათანაბარზომიერება, არასიმეტრიულობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია  ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები მოძრაობს ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა: სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება ურთიერთსაპირისპირო მიმართულების რკალური ტრაექტორიის მოძრაობები მხრების დონეზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.