ასახვა – სახეებით წარმოდგენა, გამოხატვა, გადმოცემა, აღბეჭდვა, შეცნობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიმიკა“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სახისკენ მიმართული საჩვენებელი თითი სახის გარშემო წრეს მოხაზავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.