არღანი – 1. მხარზე გადასაკიდებელი, მექანიკური სამუსიკო საკრავი, რაზეც უკრავდნენ ტარის ტრიალით; 2. კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „პიანინო“ / „კლავიშები“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლებითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით განმეორებადი მოძრაობით ეხება სხეულისკენ მიმართულ მარცხენა ხელისგულს ცერა თითზე, მარცხენა ხელის შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითების წვერები კრავს წრეს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
