აქცია – ფასდაკლების აქცია
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „გამოცხადება“/ „გამოქვეყნება“ – ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი საჩვენებელი თითები მიდებულია შუბლზე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, შემდეგ ფაზაში ხელები მხრების დონეზეა მუშტად შეკრული თითებით და ოდნავ წამოწეული, მოხრილი საჩვენებელი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფასდაკლება“ – ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ხელები ქვევით ეშვება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.