აქანდაზი – ნაგვის ასაკრეფი მცირე ზომის ნიჩაბი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.