აფეთქება – 1. ნგრევა‚ გამოწვეული ფეთქებადი ნივთიერების აალებით; 2. მოულოდნელი და თავშეუკავებელი გაბრაზება‚ ძლიერი განრისხება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელები, სწრაფად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.