ანკეტა – გარკვეული ფორმის მიხედვით შედგენილი ფურცელი
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელებით სრულდება სინქრონული მოძროაბა ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩამოწერა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელები ქვევით ეშვება სპირალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.
