ამიერ – ამიერიდან‚ ამას იქით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ – გაშლილი და ზევით აღმართლი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარცხენა ხელისგულთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.