ალანძვა _ ზედაპირის დაწვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
