აჯიკა

66

აჯიკა  _  დაფქული წიწაკა სხვადასხვა სანელებლით შემზადებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი

„მწარე“  _ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითების რხევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საწებელი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და სხეულისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.