აგრესორი

agresori

აგრესორი  _  თავდამსხმელი

 

ორნაწილიანი ჟესტი პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აგრესია“ / „დაპრყობა“  _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია ხელები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.