აგონია

agonia

აგონია _ სულთმობრძავის მდგომარეობა

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, შუბლთან მიტანილია გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გათიშვა“ _  ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელზე მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელი მკერდის დონეზეა, ხოლო მარჯვენა ხელი მხრების დონიდან რკალური ტრაექტორიით ეშვება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით, მოხრილი თითები ოდნავ ეხება ერთმანეთს დინამიკაში. ჟესტი სრულდება სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.