აღსრულება

21

აღსრულება _ მოკვდომა, გარდაცვალება

 

რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ და მარცხენა _ მარცხნივ, თითის წვერები ეხება სახეს ტუჩებთან, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით,

მომდევნო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ;  ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „შესრულება“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.