აღრიცხვა

19

აღრიცხვა _  რაიმე მიზნისათვის სპეციალურ სიაში შეტანა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ჩაწერა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა  ხელის თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია და ზედა ფალანგებში მოხრილი, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სია“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია წინ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება  მხრების დონეზე.