აღმოფხვრა _ ძირფესვიანად ამოგდება, მოსპობა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.