მხურვალე

4

მხურვალე   რაც ხურს, ძალიან ცხელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხელი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“  მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითით და ცერით გამოსახულია ღია წრე, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.