მხეცობა – მხეცის თვისება, სისასტიკე, სიავე, ველურობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ /„მხეცი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.