ანათემა

27

ანათემა   შეჩვენება, დაწყევლა, ეკლესიიდან განდევნა, განკვეთა

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ოვალურად მოხრილი თითები ნიკაპთანაა განთავსებული, ხელი ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკლესია“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ზევით და ერთმანეთისკენ მოძრაობს; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგდება“ მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი იდაყვშია მოხრილი მუშტად შეკრული თითებით და მარცხნივ მიმართული ხელისგულით, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციის მარცხენა ხელის მტევანს ზედ ედება მარჯვენა ხელი გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი და შუა თითებით, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.