მოუდრეკელი – დაუმორჩილებელი, გაუტეხელი, შეუდრეკელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ მაგარი“ / „მყარი“ / „უდრეკი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ირიბ ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად და ეხება ერთმანეთს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.