მესაქონლე – ვინც მესაქონლეობას მისდევს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ – წინ მიმართულია თავთან განლაგებული ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები ცერებით ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეთვალყურე“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
