მდუმარე – დუმილით მოცული, დადუმებული, გაჩუმებული, გარინდებული, გაყუჩებული
ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა –მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
