მარხვა – რელიგიური წესი, რომელიც კრძალავს ხორცეულისა და რძის პროდუქტების ჭამას
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა გაშლილ ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
