ექსპერტიზა – საკითხის განხილვა ექსპერტების მიერ დასკვნის მისაცემად
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამომძიებელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცდა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „.ანალიზი“ / „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.