ექო – რაიმე საგნის ბგერის არეკვლა, გამოძახილი, ნახმევი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ყურს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.