ექვსასი – რიცხვი, რაოდენობა 600, ექვსჯერ ასი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.