დიდი _ ჩვეულებრივზე მეტი სიდიდით, ზომით მოცულობით, ტევადობით, სივრცით
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
