დაწყებული _ რაც დაიწყეს ან დაიწყო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
