დასახმარებელი _ ვისაც უნდა დაეხმარონ, ვისაც დახმარება სჭირდება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია ოდნავ ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნდა“ / „სჭირდება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.