დანიშნული

2

დანიშნული _ შერჩეული, დადგენილი, დადებული (დრო, ადგილი)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშვნა“ / „ჩანიშვნა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული ქვევით მოძრაობს და ეხება ზევით მიმართულ გაშლილ მარცხენა ხელისგულს; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.