დანამვა _ მცირედ დასველება, წყლის ან სხვა სითხის დასხურება
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება თითების განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.