დამხობილი

9

დამხობილი _ 1. პირქვე დადებული, გადაბრუნებული, დაპირქვავებული;  2. ძალაუფლებაწართმეული, ჩამოგდებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამხობა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ზემოდან ადევს მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.