დამხობა _ პირქვე დადება, ძირს დადება, დაპირქვავება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ზემოდან ადევს მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.