დამრგვალება

7

დამრგვალება _რიცხვის მიმატებით ან გამოკლებით ათეულის, ასეულის გამოყვანა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ერთი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ორი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სამი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის ბოლი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამრგვალება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა, ხელები მაჯაში ტრიალდება და ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის  დონეზე.