დალბობილი

9

დალბობილი  _ სითხით დარბილებული, დასველებული, სითხით გაჟღენთილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დალბობა“ / „რბილი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აყროლებული“ –  ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები ეხება ლოყებს ცხვირთან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი წინ გამოდის და სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდისა და სახის დონეზე.