დაკუზვა _ დაღუნვა, დახრა (ადამიანის)
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.